მედია – ნატო-ს სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის 25 ივნისს შეხვდება

დონალდ ტრამპი ჰააგაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე მივიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.
ჰააგაში ჩასვლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი უკვე შეხვდა ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერს, დედოფალ მაქსიმას და გვირგვინოსან პრინცესა კატარინა-ამალიას.
არსებული ინფორმაციით, ტრამპი სასახლეში დაგეგმილ ოფიციალურ ვახშამში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ყველა ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
გამოცემა Politico-ს ცნობით, რომელიც თეთრი სახლის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, ტრამპი ჰააგაში ნატო-ს სამიტის ფარგლებში ზელენსკისთან შეხვედრას 25 ივნისს გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ სცადოს ბიძინას განეიტრალება – ღარიბაშვილმა კი დაადასტურა, რომ მარტო კორუფცია და ფულში ცურაობა კი არ არის ქოცის სამარკო ნიშანი, არამედ მკვლელები არიან