ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - ნატო-ს სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპთან შეხვედრას ვგეგმავ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ნატო-ს სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპთან შეხვედრას ვგეგმავ

ნატო-ს სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპთან შეხვედრას ვგეგმავ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„დიახ, ვგეგმავ. გულახდილად გეტყვით, რომ არ ვიცი როგორ იქნება ეს. გუნდი ამაზე მუშაობს. დიახ, ჩვენ შეხვედრას ვგეგმავთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, „არ იცის, როგორი ურთიერთობა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან“.
„ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა სიგნალები არსებობს. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ ტრამპს ესმის, რომ უკრაინელები ამერიკის მოკავშირეები არიან. ხოლო ამერიკის ნამდვილი ეგზისტენციალური მტერი რუსეთია. შეუძლიათ მცირე ხნით პარტნიორები იყვნენ, მაგრამ მეგობრები ვერასდროს იქნებიან“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, დღეს ჰააგაში ნატო-ს 2025 წლის სამიტი დაიწყება. ალიანსის წევრი სახელმწიფოების სხვა ლიდერებთან ერთად სამიტში მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც მიიღებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.