მედია: მობილიზებულია “შსს-ს დამსჯელ ქალთა დეპარტამენტი” – ხმაური “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის, ანი ქავთარაძისა და თორნიკე სხვიტარიძის პროცესის დაწყებამდე

“კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის, პოლიტპატიმარ საბა სხვიტარიძის ძმის ადმინისტრაციული საქმის პროცესის დაწყებამდე, სასამართლო დარბაზში ხმაურია.

თორნიკე სხვიტარიძეს იმ პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებიან, რომლის გამოც, საბა სხვიტარიძეს  7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საუბარია მირიან ქავთარაძეზე.

ამავე პროცესზე უნდა განიხილონ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის, ანი ქავთარაძის საქმეც. მასაც იგივე პოლიციელის – მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებიან. მან აღნიშნულ პოლიციელს, საბა სხვიტარიძის პროცესზე დაკითხვის შემდეგ,  “ქავთარაძეების სირცხვილი” უწოდა.

ხმაური იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სასამართლო დარბაზში შსს-მ ქალი თანამშრომლები მოაბილიზა, რის გამოც, სხვიტარიძის ახლობლებს დასწრების საშუალება შეეზღუდათ.

დარბაზიდან ლაივი ძალის გამოყენებით გაათიშინეს, “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას.

განახლება: მოსამართლემ ხმაურის შემდეგ, დარბაზის შეცვლისა და პროცესის უფრო დიდ დარბაზში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ზაქარეიშვილი – შეუძლებელია ბარამიძის განცხადება შეესაბამებოდეს სინამდვილეს, ეს არის მისი მოსაზრება, აბსოლუტურად ამოვარდნილი რეალობიდან – არ მიმაჩნია, რომ ამის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას