მედია: მზესუმზირის ზეთი თუ სანქცირებული ტვირთი? – რატომ მიიტანეს იერიში რუსულ ტანკერზე (ვიდეო)

თურქეთის ტრანსპორტის სააგენტომ დაადასტურა, რომ შავ ზღვაში რუსულ ტანკერს „მიდვოლგა 2“-ს დრონებით დაესხნენ. ეს მხოლოდ ბოლო კვირაში უკვე მესამე თავდასხმაა რუსულ ტანკერზე. ოფიციალური ინფორმაციით, გემი რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით მოძრაობდა და თითქოს მზესუმზირის ზეთს ეზიდებოდა, თავდასხმა კი თურქეთის ტერიტორიულ წყლებში მოხდა.

თუმცა მთავარი კითხვა სწორედ აქ ჩნდება: რატომ უნდა გამხდარიყო სამიზნე მზესუმზირის ზეთით დატვირთული გემი?

ოფიციალური მონაცემებით, „მიდვოლგა 2“ არის ქიმიური ტვირთებისა და ნავთობის ტანკერი. ასეთ გემზე სასურსათო ზეთის აღმოჩენა არასწორად გამოიყურება, რის გამოც ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ტვირთის დოკუმენტები გააყალბა და რეალურად ტანკერს სანქცირებული ნავთობი ან სხვა შეზღუდული ტვირთი გადაჰქონდა.

უკრაინამ თავდასხმაში მონაწილეობა უარყო, თუმცა გეოპოლიტიკური კონტექსტი ერთმნიშვნელოვანია: კიევის მთავარი სამიზნე ახლა არის რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტი, ის გემები, რომლებიც სანქცირებულ ნავთობს და სხვა ტვირთებს ეზიდებიან და რუსულ ეკონომიკასა და სამხედრო მანქანას კვებავენ.

მიდვოლგა 2–ზე თავდასხმა ცალკე ინციდენტად არ განიხილება. ბოლო დღეებში უკრაინულმა უპილოტოებმა თურქეთის წყლებში უკვე ორი სანქცირებული ტანკერი – „კაიროსი“ და „ვირატი“ გაანეიტრალეს. ორივე ამოღებული იყო სანქციების სიაში რუსული ნავთობის ტრანსპორტირების გამო.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს, რომ გემი, რომელსაც დაესხნენ, საქართველოსკენ მოძრაობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს