ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - მაშველებმა ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილი დაადგინეს

სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა იმ ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილი დაადგინეს, რომელშიც 9 ადამიანი, მათ შორის ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი იმყოფებოდა, - ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მაშველები შემთხვევის ადგილს უახლოვდებიან.
ამასთან, ირანული მედია არ აკონკრეტებს, რომელ ტერიტორიაზეა საუბარი.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამძებრო-სამაშველო ჯგუფები მივიდნენ იმ ადგილას, სადაც თურქულმა დრონმა ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის მთიან რეგიონში სითბოს წყაროს იდენტიფიცირება მოახდინა, მაგრამ ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილი ვერ აღმოაჩინეს.
ცნობისთვის, ირანის წითელი ნახევარმთვარის ხელმძღვანელის პირ-ჰოსეინ კოლივანდის განცხადებით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის ზონაში, ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის სოფელ ტავილთან, სულ მცირე 73 სამაშველო ჯგუფი იმყოფება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.