ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - ლისიჩანსკის დაბომბვის შედეგად ე.წ. „საგანგებო სიტუაციების მინისტრი“ დაიღუპა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში განხორციელებული დაბომბვის შედეგად ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრი" ალექსეი პოტელეშენკო დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„შაბათს, ლისიჩანსკში საცხობის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა შორის იყო ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრი, ალექსეი პოტელეშენკო“, - იუწყება რუსული მედია.
ცნობისათვის, შაბათს, ლუგანსკის საოკუპაციო ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლისიჩანსკში საცხობი დაბომბეს, რის შედეგადაც 28 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.