ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე პოლიციის ოფიცრებისთვის განზრახ მანქანის დაჯახებისთვის ბრალდებული სიკვდილით დასაჯეს

მედია - ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე პოლიციის ოფიცრებისთვის განზრახ მანქანის დაჯახებისთვის ბრალდებული სიკვდილით დასაჯეს

ირანში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელიც იანვარში, კარაჯში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს პოლიციის ოფიცრების განზრახ დაშავებაში იყო ბრალდებული. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, შაჰრამ სადეგი 8 იანვარს კარაჯში პოლიციის ოფიცრებისთვის მანქანის განზრახ დაჯახებაში დაადანაშაულეს.

ამავე ცნობებით, შედეგად შვიდი ოფიცერი დაშავდა, რომელთაგან ერთი, სავარაუდოდ, სამი თვის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა.

სასამართლომ სიკვდილით დასჯის გარდა ბრალდებულის აქტივების კონფისკაციის გადაწყვეტილება მიიღო „ირანის ჯაშუშობის შესახებ“ კანონის საფუძველზე - „ისრაელის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მტრულად განწყობილი დაჯგუფებების სასარგებლოდ განხორციელებული ოპერატიული მოქმედების გამო“.

განაჩენი კვირას დილით ადრე აღსრულდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.