ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე: უცხოური მედია საიდანაც იმართება, ყველამ კარგად ვიცით. ჩვენი პასუხი არის ის, რომ ქვეყანა ყველანაირად ვითარდება და წინ მიდის

ჩვენი პასუხი კრიტიკაზე, მათ შორის, უცხოური მედიის მხრიდან, არის ძალიან მარტივი – ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, ეკონომიკურად წინ მივდივართ, ვვითარდებით, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს ფრანგული გამოცემა „ლე მონდის“ სტატიას, რომელიც საქართველოში საპროტესტო აქციებს და ქართული ხელისუფლების კრიტიკას ეხება, კახა კალაძის თქმით, კარგად იცის, როგორ იმართება ეს ყველაფერი.
„მე საერთოდ არ მაინტერესებს მათი შეფასებები, რადგან მეც და ქართველი ხალხის უმრავლესობამაც ძალიან კარგად ვიცით, როგორ იმართება ეს ყველაფერი. ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე არის ძალიან მარტივი – ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, ეკონომიკურად წინ მივდივართ, ვვითარდებით. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი სწორედ ეს ნაწილია, რომ აბსოლუტურად ყველა პარამეტრით ქვეყანა წინ მიდის. ცხადია, არსებობს გამოწვევები, მაგრამ ჩვენ ამას არ ვუშინდებით. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა უნდა გაკეთდეს მომდევნო წლებში, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ქვეყანა კიდევ უფრო ძლიერი იყოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ კეთილდღეობა უფრო მეტად იგრძნოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.