მედია: ირანმა აშშ-ს მეორე თვითმფრინავი ჩამოაგდო, A-10-ის პილოტი გადაარჩინეს
აშშ-ს საჰაერო ძალების A-10 Thunderbolt II ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში, 2020 წლის 17 იანვარი.
Staff Sgt. Daniel Sniderდასავლური მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანმა აშშ-ს A-10 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდო.
The Washington Post-ს წყაროები უყვებიან, რომ შემთხვევა ჰორმუზის სრუტის სიახლოვეს მოხდა. WP წერს, რომ A-10-ის პილოტმა დაზიანებული თვითმფრინავი ქუვეითის საჰაერო სივრცემდე მართა, რის შემდეგაც კატაპულტირება მოახდინა. პილოტი აშშ-ს სამძებრო-სამაშველო ძალებმა გადაარჩინეს.
პარალელურად, გუშინ ჩამოვარდნილი F-15-ის მეორე პილოტის სამძებრო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.
დამატებითი ინფორმაცია ინციდენტების შესახებ მედიაში არ ვრცელდება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.