არქივი3 აპრილი, 2026, 18:40
მედია: ირანში აშშ-ს გამანადგურებელი ჩამოაგდეს, ეკიპაჟის ძებნა მიმდინარეობს
დასავლური მედია საკითხთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანმა აშშ-ს F-15E ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო და ახლა ეკიპაჟის ორი წევრის ადგილსამყოფელის დასადგენად სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
აშშ-ს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. დადასტურების შემთხვევაში, ეს იქნება ომის დაწყებიდან პირველი შემთხვევა, როდესაც ირანმა აშშ-ს თვითმფრინავი ჩამოაგდო.
ცნობისთვის, ირანის სახელმწიფო მედიამ 3 აპრილს გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც, სავარაუდოდ, ჩამოგდებული თვითმფრინავის ნაწილები და ერთ-ერთი კატაპულტაციის სავარძელი ჩანს.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.