ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ინდოეთში, ცეცხლსასროლი იარაღის ქარხანაში აფეთქებას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, მადჰია-პრადეშის შტატში ცეცხლსასროლი იარაღის ქარხანაში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, შემთხვევის შედეგად დაშავდა ათობით დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულმა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა 174 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
გარდა ამისა, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახლების ფანჯრები ჩაიმსხვრა.
აფეთქების გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.