მედია: ილია II-ის დაკრძალვას ესწრება პუტინის სპეც. წარმომადგენელი კულტურული თანამშრომლობის საკითხებში. შვიდკოი, სავარაუდოდ, არ არის რუსეთის ეკლესიის 80-კაციანი დელეგაციის წევრი

პირდაპირი ტრანსლაციის კადრებში ჩანს, რომ სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება მიხაილ შვიდკოი, რუსეთის კულტურის ყოფილი მინისტრი

სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის დაკრძალვას ესწრება რუსეთის ფედერაციის კულტურის ყოფილი მინისტრი, ამჟამად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, მიხაილ შვიდკოი.

სამების ტაძარში დილის წირვის შემდეგ, ილია მეორეს წესს უგებენ. პროცესში მონაწილეობას იღებს ბართლომეოსი.

პირდაპირი ტრანსლაციის კადრებში ჩანს, რომ სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება მიხაილ შვიდკოი.

77 წლის შვიდკოი, სავარაუდოდ, არ არის რუსეთის ეკლესიის 80-კაციანი დელეგაციის წევრი – დელეგაციას სრულად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, ბენიამინი (ტუპიეკა) ხელმძღვანელობს.

შვიდკოი 2000-2004 წლებში იყო კულტურის მინისტრი. 2008 წლიდან კი არის რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში.

ის არაერთხელ არის საქართველოში ნამყოფი. მათ შორის შეხვედრია ილია მეორეს. მათ შორის 2008 წლის 24 დეკემბერს თბილისში, საპატრიარქოს ინიციატივით მოწყობილი კონფერენციის ფარგლებში. მაშინ მან ილია მეორეს პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის მილოცვა გადასცა.

„რუსეთსა და საქართველოს შორის სადავო საკითხების გადაჭრას დიდი დრო დასჭირდება, ხოლო ორ ქვეყანას შორის კულტურული, ჰუმანიტარული და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის დღეს ყველა შესაძლებლობა არსებობს“, – აცხადებდა შვიდკოი 2013 წელს.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…