ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ილია II-ის დაკრძალვას პუტინის სპეციალური წარმომადგენელი დაესწრო

თბილისში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი მიხეილ შვიდკოი დაესწრო.მიხეილ შვიდკოი რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელია კულტურული თანამშრომლობის საკითხებში.„საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, მიხეილ შვიდკოი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვას დაესწრო, რათა ქართველი სამღვდელოებისა და ხალხისთვის რუსეთის ლიდერის გულწრფელი სამძიმარი გადაეცა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.მიხეილ შვიდკოი ჩანს სამების საკათედრო ტაძრიდან გავრცელებულ კადრებშიც, სადაც ის პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს ესალმება.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.