ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: თორნიკე რიჟვაძე “ქართული ოცნებიდან” გარიცხეს

მედია: თორნიკე რიჟვაძე “ქართული ოცნებიდან” გარიცხეს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა გაიმართა, სადაც პარტიის ხელმძღვანელი სტრუქტურა განახლდა.

მთავარი ცვლილებები პოლიტსაბჭოს შემადგენლობასა და პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას შეეხო. ირაკლი კობახიძე კვლავ აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ.

პარტიის პოლიტსაბჭოდან გარიცხეს თორნიკე რიჟვაძე, რომელიც 6 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა აჭარის მთავრობას, ხოლო 2021 წლიდან პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი იყო. რიჟვაძე პოლიტსაბჭოში სულხან თამაზაშვილმა ჩაანაცვლა.

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.