არქივი28 თებერვალი, 2025, 23:13
მედია - ზელენსკისა და ტრამპის ერთობლივი პრესკონფერენცია აღარ გაიმართება - უკრაინული დელეგაცია თეთრ სახლს ტოვებს

CNN-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია აღარ გაიმართება. მედიის ცნობით, უკრაინული დელეგაცია ამ მომენტში თეთრ სახლს ტოვებს.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის კამერების წინაშე კამათი მოხდა.
შემდეგ დონალდ ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ ზელენსკიმ უპატივცემულობა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ და მას შეუძლია აშშ-ში დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.