: ზელენსკიმ უპატივცემულობა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის

ზელენსკიმ უპატივცემულობა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, პლატფორმა Truth Social-ის პირად გვერდზე წერს.

„ძალიან შინაარსიანი შეხვედრა გვქონდა დღეს თეთრ სახლში. ბევრი რამ გავიგეთ, რისი გაგებაც არ შეიძლება ასეთი ცეცხლისა და ზეწოლის ქვეშ საუბრის გარეშე. საოცარია რა ვლინდება ემოციებით, და დავადგინე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის თუ ამერიკა იქნება ჩართული, ვინაიდან ის გრძნობს, რომ ჩვენი ჩართულობა მოლაპარაკებებში მას დიდ უპირატესობას ანიჭებს. უპირატესობა არ მინდა, მშვიდობა მინდა. მან უპატივცემულობა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ მის სანუკვარ ოვალურ ოფისში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის“, – წერს ტრამპი.

ამერიკული არხი CNN-ის ცნობით, ზელენსკისა და ტრამპის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია არ გაიმართება, ხოლო უკრაინული დელეგაცია ამ მომენტში თეთრ სახლს ტოვებს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის კამერების წინაშე კამათი მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – მინდა, გამოვთქვა სურვილი, რომ ახალმა პატრიარქმა გააგრძელოს ქართული ეკლესიის გზა, დამოუკიდებლობის გაძლიერება და საზოგადოების ერთობის კონსოლიდაცია, ამისთვის ერთი ნაბიჯია – შეიწყალოს სინდისის ყველა პატიმარი

მეუფე სტეფანე – როცა შეწყალება უნდა სთხოვო ადამიანებისთვის, მათგან უნდა გქონდეს მხარდაჭერა, რომ დანაშაულები აღიარებულია – პატრიარქი შიო რომ იტყვის, „შევიწყალოთ“, იმათ არ უნდა ეგონოთ, რომ „აი, ჩვენ გავიმარჯვეთ“