მედია – , სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ბერლინში ჩავიდნენ

უკრაინის პრეზიდენტი, ოფიციალური ვიზიტით ბერლინში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია კომუნიკაციების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, დმიტრო ლიტვინზე დაყრდნობით ავრცელებს.
გუშინ საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბერლინში ვიზიტის დროს უახლოეს დღეებში გაიმართება შეხვედრები ამერიკულ მხარესთან, კერძოდ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან – სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან – და ასევე ევროპელ მეგობრებთან.
დღეს კი ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბერლინში უკრაინულ-ამერიკული დღე იქნება.
„დღეს ბერლინში უკრაინულ-ამერიკულ დღეა. რა თქმა უნდა, მე კანცლერ მერცს ცალკე შევხვდები და ალბათ, დღეს საღამოს მას ჩვენს ზოგიერთ ევროპელ ლიდერთან ერთადაც შევხვდები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მანამდე, Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი, უკვე ბერლინში ჩავიდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გიგაშვილი: ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებს! ძალიან დიდი ბოდიში აქციებს, რომ იქ არ ვდგავართ! იმედი მაქვს, რომ რაღაც დროს მივხვდებით რა კარგია ერთიანობა ყველაფერში და არა მხოლოდ გუშინ!

კობახიძე: 2012 წლამდე ქვეყანაში სულ 3 პარასპორტსმენი იყო, დღეს 300-ზე მეტია – მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს”, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა პარასპორტის განვითარებასა და შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე