მედია: ვინ არის მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის ქმარი და რა როლი ჰქონდა სუს-ის თანამშრომლებს ლევან ხაბეიშვილზე განხორციელებულ თავდასხმაში? (ვიდეო)

ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ირაკლი ნადირაძე მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის ქმართან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც პოლიტიკოსმა “შაბათის ეთერში” ჩართვისას განაცხადა, ზურაბ ბერიანიძე [სუს-ის მოქმედი თანამშრომელი] ის პირია, ვინც წლების წინ, კასპში ჩასულ ლევან ხაბეიშვილზე ორგანიზებული თავდასხმა დააორგანიზა.

ოპოზიციის ლიდერების თქმით, მოსამართლის ქმარს ძალოვან სტრუქტურებში ზედმეტსახელი “ბეძეთი” იცნობენ. ნადირაძის მიხედვით, ეს უკანასკნელი, კასპში კუდ-ის დანაყოფში მუშაობდა.

ზურაბ ბერიანიძე არის კასპელი, მუშაობდა კუდ-ში, ახლა არის კასპში სუს-ის თანამშრომელი. მისი ზედმეტსახელია ბეძე. თქვენ გახსოვთ, რომ კასპში, როცა პენსიონერებს ხვდებოდა და პენსიის გაზრდაზე ელაპარაკებოდა, იქ ქვები დაგვიშინეს ყველას. ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ეს ადამიანი იყო ის, ვინც დააორგანიზა ეს სამარცხვინო თავდასხმა. ყველამ კარგად იცოდეთ, ყველა ინფორმაცია გვაქვს”- აღნიშნა პოლიტიკოსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – „ოცნება“ დღეს იმყოფება „ცივი ომის“ ფაზაში, არა მარტო გარე სამყაროსთან, არამედ საკუთარ მოსახლეობასთანაც – იმედის ნაპერწკალს ვიტოვებ, პროცესები მმართველ ძალას მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ურთიერთობა აუცილებელია

ნუგზარ წიკლაური – დღეს ადამიანი წყევლისთვის დაიჭირეს, როცა ასეთი ვითარებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“, დავიტოვოთ იმედი, რომ ვინმე რაღაცას შეაგონებს „ქართულ ოცნებას“ – ვიქტორ ყიფიანი იყო ივანიშვილის თანამშრომელი, დავაკვირდეთ, რა პოზიციებს ჩამოაყალიბებს