ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან ხაბეიშვილი მოსამართლეს - თქვენი მეუღლე არის სუს-ის თანამშრომელი და ამიტომ მიიღე ეს გადაწყვეტილება, გესმის? სირცხვილი შენ! სამარცხვინო!

ლევან ხაბეიშვილი მოსამართლეს - თქვენი მეუღლე არის სუს-ის თანამშრომელი და ამიტომ მიიღე ეს გადაწყვეტილება, გესმის? სირცხვილი შენ! სამარცხვინო!

თქვენი მეუღლე არის სუს-ის თანამშრომელი და ამიტომ მიიღე ეს გადაწყვეტილება, გესმის? სირცხვილი შენ! სამარცხვინო!, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბრალდებულმა ლევან ხაბეიშვილმა მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილს მას შემდეგ მიმართა, რას მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მყოფი პირების უკმაყოფილება და შეძახილები მოჰყვა. "მონა"!, "გრცხვენოდეს"!- ამ სიტყვებით მიმართავდნენ ისინი მოსამართლეს.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მურთაზ ზოდელავას კი პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაო.
ზოდელავას და ხაბეიშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. მურთაზ ზოდელავა დაწესებულებას მას შემდეგ დატოვებს, რაც თანხას გადაიხდის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.