ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: ვენესუელამ რუსეთს გადასცა ორი კოლუმბიელი, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძოდნენ

30 აგვისტოს რუსეთის უშიშროების სამსახურმა, (FSB) გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავა კოლუმბიის ორი მოქალაქე, რომლებიც, დაზვერვის სამსახურის ცნობით, დაქირავებულ მეომრებად მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში უკრაინის მხარეს.
კოლუმბიური გაზეთის El Tiempo-ს ცნობით, ორივე კოლუმბიელი დააკავეს ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში და ექსტრადირებული იქნა რუსეთში.
ერთ-ერთი დაკავებულის დამ El Tiempo-ს განუცხადა, რომ მათ მიიპყრეს ვენესუელის პოლიციის ყურადღება, რადგან უკრაინული არმიის ფორმა ეცვათ.
გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე არტე და ხოსე არონ მედინა შინ - კოლუმბიაში მიემგზავრებოდნენ კარაკასის გავლით.
რუსული "რია ნოვოსტი" უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მათ უნახეს ჩხრეკისას სამხედრო ფორმა "კარპატების სეჩის" ბატალიონის ნიშნებით.
კოლუმბიის, ვენესუელის და რუსეთის ხელისუფლებას მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია. შესაძლო ექსტრადიციის შესახებ Politico და რუსული გამოცემა Readovka-ც წერენ.
კარაკასში კოლუმბიელთა დაკავება და შემდგომი გადაცემა, თუ ეს მართლაც მოხდა, პირველი ცნობილი შემთხვევაა უკრაინაში მებრძოლი უცხოელების რუსეთში ექსტრადიციის შესახებ.
უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ ორივე მხარეს იბრძვიან სხვადასხვა ქვეყნის დაქირავებული მეომრები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.