ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვენესუელამ უკრაინის მხარეს მებრძოლი კოლუმბიის მოქალაქეები რუსეთს გადასცა

ვენესუელამ უკრაინის მხარეს მებრძოლი კოლუმბიის მოქალაქეები რუსეთს გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას კოლუმბიური გაზეთი El Tiempo ავრცელებს.
გუშინ, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარეს მებრძოლი კოლუმბიის ორი მოქალაქე დააკავეს.
El Tiempo-ს ცნობით, ორივე მათგანი ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში დააკავეს და შემდეგ რუსეთში მათი ექსტრადირება განხორციელდა. ერთ-ერთი დაკავებულის დამ გამოცემას განუცხადა, რომ მათ ვენესუელის პოლიციის ყურადღება მიიქციეს, რადგან უკრაინის არმიის ფორმა ეცვათ.
გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე არტე და ხოსე არონ მედინა კოლუმბიაში კარაკასის გავლით მიემგზავრებოდნენ.
კოლუმბიის, ვენესუელისა და რუსეთის ხელისუფლებას მომხდარის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.