არქივი17 ივლისი, 2025, 11:52
მედია: ეკატერინბურგში აზერბაიჯანის დიასპორის ხელმძღვანელის შვილი დააკავეს

რუსული მედიის ინფრომაციით, ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელის შიხლინსკის შვილი დააკავეს. მას სამართალდამცველისთვის მანქანის დაჯახებას ედავებიან.
ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ძალოვნები თავად შიხლინსკის აკავებდნენ. კადრებში ჩანს, რომ სპეცრაზმელებმა დიასპორის ხელმძღვანელის მანქანაში მინები ჩაამსხვრიეს, შემდეგ კი შიხლინსკი გადმოათრიეს.
„ერბეკას“ ცნობით, მუტვალა შიხლინსკი დაკითხეს, თუმცა რომელი მუხლით არის აღძრული საქმე, ჯერ უცნობია.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.