არქივი19 ივლისი, 2025, 10:55
სომხეთში ოპოზიციონერი რუბენ ჰაკობიანი დააკავეს

სომხეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ეროვნული კრების ყოფილი დეპუტატი, რუბენ ჰაკობიანი დააკავეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, ჰაკობიანი ხელისუფლების დამხობის საჯარო მოწოდებების გამო დააკავეს. როგორც სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ოპოზიციონერმა მიმდინარე წლის 1 ივლისს მედიასთან ინტერვიუს დროს ხალხს ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდა.
ერევნის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა უკვე შეუფარდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.