ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: დრონებით თავდასხმისას სოჭში შესაძლოა ვლადიმერ პუტინი იმყოფებოდა

მედია: დრონებით თავდასხმისას სოჭში შესაძლოა ვლადიმერ პუტინი იმყოფებოდა

9 სექტემბერს სოჭს უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს, – ამის შესახებ კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატევმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, შეტევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი – ავტომობილის მძღოლი, რომლის მანქანას ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები დაეცა. ასევე დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

ღამით ქალაქში სამჯერ ჩაირთო საჰაერო განგაშის სირენები, ხოლო სოჭის აეროპორტი 30 წუთზე მეტი ხნით დაიკეტა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კრასნოდარის მხარეს ორი დრონი ჩამოაგდეს, შავ ზღვაზე – 15, ბელგოროდის ოლქში – 7, კურსკის ოლქში – 3, ყირიმში – 2, ხოლო ტამბოვისა და ვორონეჟის ოლქებში – თითო.

გამოცემა „აგენტსტვო“ წერს, რომ შეტევის დროს სოჭში შესაძლოა, იმყოფებოდა წინა დღეს ჩამოსული ვლადიმერ პუტინი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.