ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფრიდრიხ მერცი: ვლადიმირ პუტინი, შესაძლოა, ჩვენი დროის ყველაზე სერიოზული სამხედრო დამნაშავეა

ფრიდრიხ მერცი: ვლადიმირ პუტინი, შესაძლოა, ჩვენი დროის ყველაზე სერიოზული სამხედრო დამნაშავეა

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, შესაძლოა, ჩვენი დროის ყველაზე სერიოზული სამხედრო დამნაშავეა. ამის შესახებ მერცმა ტელეკომპანია Sat.1-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ამასთან, მერცის თქმით, ომის დამნაშავეებთან შეღავათების გაწევა არ შეიძლება.

"ის ომის დამნაშავეა. შესაძლოა, ის ჩვენი დროის ყველაზე სერიოზული სამხედრო დამნაშავეა, რომელსაც ამჟამად ფართო მასშტაბით ვხედავთ. ჩვენ უბრალოდ ცხადად უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ ომის დამნაშავეებთან. აქ შეღავათების ადგილი არ არის". - თქვა მერცმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.