ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ

მედია - დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ მოკავშირეებთან ოთხშაბათს ვირტუალურ შეხვედრას გამართავს, - ინფორაციას CBS-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, CBS News-ს ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის წარმომადგენელმაც დაუდასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ოთხშაბათს დონალდ ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან ვირტუალურ შეხვედრას დაესწრება.
შეხვედრა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ალასკაში დაგეგმილი სამიტის წინ გაიმართება. თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა CBS News-ს განუცხადა, რომ შეხვედრა ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე ჩატარდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.