ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი შეხვედრის ორგანიზების პროცესში არიან

დონალდ ტრამპი - ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი შეხვედრის ორგანიზების პროცესში არიან

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი ორმხრივი შეხვედრის ორგანიზების პროცესში არიან.
აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრას აუცილებლობად მას შემდეგ მიიჩნევს, რაც ორივე მათგანს ინდივიდუალურად შეხვდა.
„ისინი ამ შეხვედრის ორგანიზების პროცესში არიან, ჩვენ უნდა შევაჩეროთ მკვლელობები, ძალიან ბევრი მკვლელობაა“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, სურს ნახოს, რა მოხდება შეხვედრაზე და რომ ეს, შეიძლება, სამმხრივ სამიტამდე მივიდეს.
„ასობით ათასი, შესაძლოა, მილიონობით ადამიანი გადავარჩინე, ეს კარგი შეგრძნებაა“, - განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.