ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: გორელი პედაგოგები კვალიფიკაციის ასამაღლებლად რუსეთში წავიდნენ

მედია: გორელი პედაგოგები კვალიფიკაციის ასამაღლებლად რუსეთში წავიდნენ

გორელი პედაგოგები კვალიფიკაციის ასამაღლებლად რუსეთში წავიდნენ. 2-კვირიანი ტრენინგები სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში გაიარეს -  ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.

 ,,პროგრამის ფარგლებში დავესწარით ლექციებს, მასტერ კლასებს პრაქტიკული დავალებებით, გავეცანით თანამედროვე ტექნოლოგიებს (ხელოვნური ინტელექტი, სლენგები), მათ შორის ლინგვოდიდაქტიკურ თამაშებს და მოკლემეტრაჟიანი ფილმების ანალიზს.

144 საათიან სასწავლო კურსს თან ახლდა კულტურული პროგრამა: თეატრი, მუზეუმები, სასახლეები, ერმიტაჟი, ფაბერჟეს მუზეუმი, გემით გასეირნება და ხიდების გახსნას და სხვა უამრავი ისტორიული, თუ კულტურული ღირშესანიშნაობა. დიდი მადლობა ჩემს უსაყვარლესს ლექტორს, პროგრამის ხელმძღვანელს და უფროსს მეგობარს...

უპირობოდ მიხარია და მიველასმები ყველა იმ ადამიანის მონდომებას, შრომას და წარმატებას, ვინც მუდმივ განვითარების პროცესშია და ცდილობს იყოს თავისი საქმის პროფესიონალი. მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს ვისაც ჩემი წარმატება გაუხარდა“ — წერს გორის მერვე საჯარო სკოლის პედაგოგი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.