უკრაინული მედია - უკრაინამ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა

უკრაინამ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის სარატოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფებმა დაარტყეს.
„სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი უძველესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, ნავთობკომპანია „როსნეფტის“ შემადგენლობაში შედის“, - აცხადებს უკრაინის გენშტაბი.
უკრაინის გენშტაბის განცხადებით, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ამარაგებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.