ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: ახალციხეში, სოფელ წყრუთში მდინარის ადიდების გამო სოფელი დაიტბორა. ერთ ოჯახთან მისასვლელი გზა წყალმა წაიღო. ოჯახის წევრები სახლიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ (ვიდეო)

მედია: ახალციხეში, სოფელ წყრუთში მდინარის ადიდების გამო სოფელი დაიტბორა. ერთ ოჯახთან მისასვლელი გზა წყალმა წაიღო. ოჯახის წევრები სახლიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ (ვიდეო)
ახალციხეში, სოფელ წყრუთში მდინარის ადიდების გამო სოფელი დაიტბორა. ერთ ოჯახთან მისასვლელი გზა წყალმა წაიღო. ოჯახის წევრები სახლიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ.
⭕ როგორც სახლის მესაკუთრე გვეუბნება, სახლში 3 მცირეწლოვანი ბავშვი და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მამამთილი ჩარჩნენ.
⭕ სოფელ წყრუთში მცხოვრებლები გვეუბნებიან, რომ წვიმა დაახლოებით საღამოს 6-7 საათზე დაიწყო, რა დროსაც მცირე ზომის მდინარე ადიდდა და მილხიდი გაიჭედა. სოფელში მცხოვრებლები გვეუბნებიან, რომ გაანადგურა სახლის მიმდებარედ ნათესები.
⭕ სოფელში ახლა მძიმე ტექნიკა მუშაობს, ტრაქტორი ტერიტორიის გასაწმენდად 21:28 წუთზე მოვიდა.
⭕ ახალციხის მერს, ვარლამ წიკლაურს ვკითხეთ სახლში ჩარჩენილი მოქალაქეების გამოყვანის შესახებ, ის გვეუბნება რომ ოჯახის წევრებს არ სურთ სახლის დატოვება. იგივეს გვეუბნებიან ოჯახის ის წევრები რომლებიც სახლში არ იმყოფებიან.
⭕ როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, მსგავსი შემთხვევა 2-3 წლის წინაც იყო.
ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.