ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის თვითმფრინავი რუსეთში დაეშვა

მედია - აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის თვითმფრინავი რუსეთში დაეშვა

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის თვითმფრინავი რუსეთში დაეშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია Flightradar24-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი დღეს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
ცნობისთვის, ეს რუსეთში სტივ უიტკოფის მეოთხე ვიზიტია. ბოლოს ის ვლადიმერ პუტინს 11 აპრილს შეხვდა და მხარეებს შორის მოლაპარაკებები ოთხსაათნახევარს გაგრძელდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.