პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ გეგმავს სტივ უიტკოფის ახალ შეხვედრას რუსეთის წარმომადგენლებთან

აშშ გეგმავს სტივ უიტკოფის ახალ შეხვედრას რუსეთის წარმომადგენლებთან

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია გეგმავს დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ახალ შეხვედრას რუსულ მხარესთან, რათა დაარწმუნოს ისინი, რომ შეუერთდნენ უკრაინაში ომის შეწყვეტის ჩარჩო-შეთანხმებას. ინფორმაციას ავრცელებს ტელეარხი CNN წყაროებზე დაყრდნობით.
ტელეარხის თანამოსაუბრეებმა განაცხადეს, რომ ჩარჩო-შეთანხმება ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას ფრონტის ხაზის გასწვრივ, ხოლო აშშ მზად არის, აღიაროს რუსეთის კონტროლი ანექსირებულ ყირიმზე. შეთანხმების სხვა დეტალები არ კონკრეტდება.

მანამდე სააგენტო Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ შეთავაზების თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორია დარჩება მოსკოვის კონტროლის ქვეშ. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებას ცეცხლის ხანგრძლივად შეწყვეტის შემთხვევაში.
აშშ-ის შეთავაზებები წარმოდგენილი იყო უკრაინული და ევროპული მხარეებისთვის პარიზში გამართულ შეხვედრაზე 17 აპრილს; ისინი ასევე გადაეცა რუსულ მხარეს - აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს.

ჩარჩო-შეთანხმების ზოგიერთი ელემენტის დაზუსტება იგეგმება შეხვედრაზე უკრაინისა და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც მომავალ კვირას ლონდონში გაიმართება.

სტივ უიტკოფი უკვე, სულ მცირე, სამჯერ შეხვდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.