მედია: აფეთქება მოხდა რუსეთის ორენბურგის ოლქში, სარაკეტო დანაყოფის სიახლოვეს

რუსეთში, ორენბურგის ოლქის ქალაქ იასნისთან, სტრატეგიული სარაკეტო დანაყოფის ბაზასთან ახლოს გაისმა აფეთქების ხმა. ამ ცნობას ავრცელებს გამოცემა “ურალ56”, ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით – იუწყება რადიო თავისუფლების რუსული სამსახური.
თვითმხილველები აქვეყნებენ ფოტოებს, რომლებზეც რაიონის თავზე ჩანს სქელი, იისფერი კვამლის სვეტი.
ArbatMedia ადგილობრივ მოქალაქეებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აფეთქების მიზეზი იყო ავარია რაკეტის გაშვებისას – ამ ვერსიით, რაკეტა ჰაერში განადგურდა.
ომის მსვლელობასთან დაახლოებული ტელეგრამის არხები იუწყებიან, რომ აფეთქება შესაძლოა გამოიწვია Sarmat-ის ტიპის რაკეტის ან ჰიპერბგერითი ბლოკით, “ავანგარდით” აღჭურვილი UR-100N-ის წარუმატებელ გაშვებას.
უკრაინის საბრძოლო გამოცემა Defense Express აღნიშნავს, რომ კვამლის ეს ფერი ახასიათებს მხოლოდ ტოქსიკურ საწვავზე მომუშავე რაკეტებს.
რუსეთის ხელისუფლებისგან ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა. ადგილობრივ მთავრობაში მხოლოდ ის განაცხადეს, რომ “მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება” და ევაკუაცია საჭირო არ არის.
ქალაქ იასნისთან ახლოს განთავსებულია კოსმოდრომი და სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო დანაყოფის ბაზა, საიდანაც შესაძლებელია კონტინენტთაშორისი რაკეტების გაშვება, მათ შორის ატომური ქობინებით – წერს რადიო თავისუფლების რუსული სამსახური.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება