15
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა Facebook live-ში, სადაც მოქალაქეების კითხვებს პასუხობს, არჩევნებზე ისაუბრა და თქვა:
“ეს რეჟიმი შეიძლება იძულებული გახდეს, რომ დანიშნოს არჩევნები. როდის იქნება, როგორ იქნება – არ ვიცი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთი რამე ვიცი, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად, მზად უნდა ვიყოთ შინაგანად, რომ არ დავიწყოთ იამზე ფიქრი ბოიკოტი, თუ არა ბოიკოტი. არანაირი ბოიკოტი აღარ შეიძლება იმიტომ, რომ სხვა გზა არ არსებობს, მაგრამ არჩევნების არის სხვადასხვა ფორმით. არჩევნები აღარ უნდა იყოს, ის არჩევნები, რაც გავიარეთ, ნდობით, რომ ჩვენ ვიქნებით დაცული, რომ ის ელექტრონული ფორმა არჩევნების იქნება დაცული, ყველაფერი არის გადასამოწმებელი, ყველაფერზე უნდა ვიბრძოლოთ, დაწყებული უცხოეთში ხმების დასაბრუნებლად, ყველაფერი იქნება ბრძოლა, ეს არ იქნება ჩვეულებრივი პარტიული არჩევნები, ეს იქნება ერთი დიდი ფრონტის, ერთი წინააღმდეგობის ბრძოლა დღევანდელ რეჟიმთან, რომელსაც დაერქმევა არჩევნები და ეს იქნება დღეს, ხვალ, თუ 2028 წელს, მნიშვნელობა როგორ არ აქვს, ხომ უნდა გავძლოთ მანამდე, მაგრამ იმის მიუხედავად თუ როდის იქნება, ჩვენ უნდა მოვემზადოთ, ვემზადებით და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს დღე დადგება”

