მედია: ოპოზიციის გარეშე? – როგორია “ოცნების” გეგმა 2028 წლისთვის

ივანიშვილის გუნდმა წინასაარჩევნო სეზონი გახსნა. დღეს ჯერ კობახიძემ, შემდეგ კი პაპუაშვილმა პირდაპირ თქვეს, რომ 2028 წლის არჩევნებისთვის სამზადისი დაიწყეს.  ერთ მხრივ პოლიტიკურ ოპონენტებს მომზადებას ურჩევენ, მეორე მხრივ კი აკრძალვით ემუქრებიან. “ქართულ ოცნებაში” არ მალავენ, რომ მთავარი ამოცანა პოლიტიკური ველის მოსუფთავებაა.

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიები აიკრძალება – ასეთია ივანიშვილის გუნდის გეგმა. “ოცნებას” არ სურს პოლიტკური ასპარეზობა ძველ ოპოენენტებთან, ეძებენ სასურველ პარტიებს.

“პოლიტიკური შიზოფრენია” – ასე პასუხობენ კობახიძეს ლელოში. ხაზარაძე/ჯაფარიძის პარტია ოპოზიციური ალიანსის წევრი არ არის, თუმცა ივანიშივლის პარტია მათ აკრძალვასაც ითხოვს. ლელოში უკვირთ როგორ შეიძლება ერთ მხრივ პროცესების ნორმალიზებაზე საუბრობდე და მეორე მხრივ პარტიებს კრძალავდე.

მუქარის არ ეშინია ოპოზიციურ ალიანს, ამბობენ რომ თუ “ოცნების” ოცნება ასრულდება და საკონსტიტუციო სასამართლო პროდასავლურ ძალებს არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს, გეგმა ბე ამოქმედდება. ირკვევა, რომ არჩევნებისთვის სამზადისი დაწყებული აქვთ ივანიშვილის გუნდის ოპონენტებსაც.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ