არქივი6 მარტი 2025, 01:27
მედია: ამ წუთებში, ემანუელ მაკრონი უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს საგანგებოდ იღებს ელისეის სასახლეში

ამ წუთებში, ემანუელ მაკრონი უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს საგანგებოდ იღებს ელისეის სასახლეში.
როგორც ირკვევა, შეხვედრის მთავარი თემა იქნება რუსეთ-უკრაინის ომი და ხვალ, ბრიუსელში დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერების რიგგარეშე სამიტი, რომელზედაც უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების და დაფინანსების საკითხები განიხილება.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.