ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - ავღანეთში, მიწისძვრის შედეგად, სავარაუდოდ, ასობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა

მედია - ავღანეთში, მიწისძვრის შედეგად, სავარაუდოდ, ასობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა

ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინცია კუნარში მომხდარი 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სავარაუდოდ, ასობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მაშველები, ადამიანების გადასარჩენად, სახლების ნანგრევების შემოწმებას აგრძელებენ.
ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, მხოლოდ ერთ სოფელში 30 ადამიანი დაიღუპა და დაღუპულთა საერთო რაოდენობის დადგენა, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება.
„დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი მაღალია, მაგრამ რადგან ტერიტორია ძნელად მისადგომია, ჩვენი ჯგუფები კვლავ ადგილზე არიან“, - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა შარაფატ ზამანმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ასობით დაშავებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.