ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედვედევი: თუ დადგინდა, რომ ტერაქტი კიევის რეჟიმის ტერორისტებმა განახორციელეს, ყველა მათგანი უნდა განადგურდეს

„თუ დადგინდა, რომ ტერაქტი კიევის რეჟიმის ტერორისტებმა განახორციელეს, ყველა მათგანი უნდა მოიძებნოს და უმოწყალოდ განადგურდეს, როგორც ტერორისტები“, - ასე ეხმაურება მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი Telegram არხზე.

„თუ დადგინდა, რომ ესენი კიევის რეჟიმის ტერორისტები არიან, მათთან და მათ იდეოლოგიურ შთამაგონებელებთან სხვაგვარად მოქცევა შეუძლებელია - ყველა მათგანი უნდა მოიძებნოს და უმოწყალოდ განადგურდეს, როგორც ტერორისტები. მათ შორის იმ სახელმწიფოს ჩინოვნიკები, რომლებმაც ჩაიდინეს ასეთი დანაშაული. სიკვდილი სიკვდილისთვის“, - წერს მედვედევი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.