დიმიტრი მედვედევი მოსკოვში მომხდარზე – ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორიზმი ესმით – თუ დადგინდება, რომ კიევის რეჟიმის ტერორისტები იყვნენ, მათთან და მათ შთამაგონებლებთან სხვანაირად მოქცევა შეუძლებელია

ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორიზმი ესმით. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.
თავის განცხადებაში მედვედევი კიევს ახსენებს და აცხადებს, რომ თუკი “კიევის ტერორისტების” კავშირი დადგინდება, უნდა იპოვონ და გაანადგურონ, მათ შორის მათი “იდეოლოგიური შთამაგონებლები” და ხელისუფლების ოფიციალური პირები.
“ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორიზმი ესმით. არანაირი სასამართლოები და გამოძიებები არ დაგვეხმარება, თუ ძალას ძალას არ დავუპირისპირებთ, ხოლო სიკვდილს – ტერორისტების მასობრივ მკვლელობებსა და მათი ოჯახების წინააღმდეგ რეპრესიებს.
თუ დადგინდება, რომ ეს კიევის რეჟიმის ტერორისტები [იყვნენ], მათთან და მათ იდეოლოგიურ შთამაგონებლებთან სხვანაირად მოქცევა შეუძლებელია, ყველა მათგანი უნდა ვიპოვოთ და დაუნდობლად გავანადგუროთ, როგორც ტერორისტები. მათ შორის სახელმწიფოს ოფიციალური პირები, რომელთაც ასეთი ბოროტმოქმედება ჩაიდინეს. სიკვდილი სიკვდილის საპასუხოდ”, – წერს მედვედევი.
მოსკოვის ცენტრში, “კროკუს სითი ჰოლში” ცეცხლი გახსნეს, რის შედეგად ხანძარი გაჩნდა. “ეფესბე”-მ მომხდარი ტერაქტად შეაფასა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 40 ადამიანი, დაშავდა 100-ზე მეტი.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა