ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო

გავრცელებული ინფორმაციით, ექვსი ადამიანი ჩანჩქერზე იმყოფებოდა, ერთ-ერთს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა. მის დასახმარებლად ოთხი ადამიანი ჩავიდა, რომლებიც წყალმა გაიტაცა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, უვნებელია ნაპირზე დარჩენილი პირიც.
მაშველების მიერ გადარჩენილი ერთადერთი პირი, ქუთაისში, კლინიკა “იმერმედშია” მოთავსებული. ექიმები ამბობენ, რომ პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დამატებით დეტალებზე ამ დროისათვის არ საუბრობენ.
დაღუპულთა ცხედრები ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სოფელ საზანოში მცხოვრები მამა-შვილი და სტუმრად მყოფი ორი ახალგაზრდა გოგო.
საქართველოს შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
დაწერეთ კომენტარი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.