არქივი2 მარტი, 2024, 17:40
თერჯოლაში, მდინარე ძუსაში მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს
თერჯოლის მუნიციპალიტეტ სოფელ საზანოში მდინარე ძუსადან მაშველებმა მეოთხე ცხედარი ამოიყვანეს. სამაშველო ღონისძიებების შედეგად გადარჩენილია ერთი პიროვნება - ინფორმაციას ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ.
არსებული ინფორმაციით, მდინარის მიმდებარედ სალაშქროდ ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. ერთი მათგანი წყალში ჩავარდა, დანარჩენები კი მის გადასარჩენად მდინარეში ჩავიდნენ. ნაპირზე ერთი ადამიანი დარჩა, რომელმაც ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიაწოდა.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.