ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მდინარაძე ემიგრანტებისთვის დამატებით უბნებზე: უტოპიური მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდება

საქართველოს ყველა წარმომადგენლობაში, რაც უცხოეთში არსებობს, გაიხსნება საარჩევნო უბნები. მოთხოვნები, როდესაც არის უტოპიური, შეუძლებელი, წარმოუდგენელი, რაც ვერ მოახერხა ვერავინ ვერასდროს და ეს მხოლოდ იმას ემსახურება, რომ რაღაცაზე იყვირონ, ასეთი მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდება, თორემ, ვისაც მონაწილეობა უნდა, ჩვენც მოვუწოდებთ, ძალიან ვთხოვთ, ყველა ემიგრანტს, ჩვენ პატივცემულ მოქალაქეებს, რომ ადვილი არ არის, აქ საქართველოში როცა ცხოვრობ, სახლთან ახლოს არის საარჩევნო უბანი და ეს არ ხდება, ასე არ ლაგდება უცხოეთში. ზოგისთვის ახლოს არის, ზოგისთვის შორს, მაგრამ იქნებ რამენაირად, მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა მოახერხოს საარჩევნო უბანზე მისვლა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.