ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინას უნდა გავუფრთხილდეთ, სააკაშვილის გათავისუფლება ნიშნავს დამატებით თავის ტკივილს მათთვის, სჯობს, ციხეში იჯდეს

ჩვენ ვუფრთხილდებით საქართველოს და უკრაინას. სწორედ იმის გამო, რომ ამ ორ ქვეყანას ვუფრთხილდებით, ვფიქრობ, ეს დამატებითი არგუმენტია, რატომაც არის სააკაშვილის ციხეში ყოფნა მიზანშეწონილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არავითარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა არ არსებობს, რომ სააკაშვილი გარეთ იყოს. როგორც კობახიძე ამბობს, „სააკაშვილის გათავისუფლება ნიშნავს, დამატებით თავის ტკივილს უკრაინისთვის და საქართველოსთვის“.
„მას შეუძლია ზიანის მოტანა როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის ციხის გარეთ. შესაბამისად, არავითარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა არ არსებობს, რომ სააკაშვილი გარეთ იყოს. უკრაინას უნდა გავუფრთხილდეთ, ჩვენი მეგობარი ქვეყანა ისედაც მძიმე მდგომარეობაშია და დამატებით რომ არ დავამძიმოთ მდგომარეობა, სჯობს, სააკაშვილი ციხეში იჯდეს. სააკაშვილის გათავისუფლება ნიშნავს, დამატებით თავის ტკივილს უკრაინისთვის და საქართველოსთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.