არქივი21 ივნისი 2026, 22:45
მგზავრი, რომელიც მეტროსადგურ „დიდუბის“ ლიანდაგში ჩავარდა და გარდაიცვალა, ახალგაზრდა ქალია

მგზავრი, რომელიც დიდუბის მეტროში, ლიანდაგში ჩავარდა, გარდაიცვალა.
აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი.
უცნობია, რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით დაიწყო.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მეტროსადგურ „დიდუბეში“ ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა, რის გამოც "ახმეტელიდან" „სადგურის მოედნის“ მიმართულებით მატარებლების მოძრაობა შეიზღუდა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივნისი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.