მბაპეს სადებიუტო გოლი ლა ლიგაში - "რეალმა" "ბეტისი" ფრანგის დუბლით დაამარცხა [VIDEO]
![მბაპეს სადებიუტო გოლი ლა ლიგაში - "რეალმა" "ბეტისი" ფრანგის დუბლით დაამარცხა [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/09/0599e625b8cb6ff71232732026628c8e-ENzNmR.jpeg)
ლა ლიგის მე-4 ტურში "რეალმა" "ბეტისს" უმასპინძლა და კილიან მბაპეს დუბლით 2:0 დაამარცხა.
პირველი ტაიმი "ბლანკოსის" უპირატესობით წარიმართა, თუმცა კარლო ანჩელოტის გუნდმა პირველი ნახევრის მოგება ზედიზედ მესამე შეხვედრაში ვერ მოახერხა.
მეორე ტაიმში "სამეფო კლუბი" გააქტიურდა, 67-ე წუთზე ფედე ვალვერდემ ქუსლით მბაპეს ეფექტური გადაცემა გაუკეთა და ფრანგმაც "თეთრების" რიგებში ლა ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.
73-ე წუთზე "ბეტისის" საჯარიმოში ვინისიუს ჟუნიორი წააქციეს და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, ბრაზილიელმა პენალტის შესრულების უფლება მბაპეს დაუთმო და ფრანგმაც შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ცნობისთვის, "რეალს" ლა ლიგაში უკვე
36 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს.
ამრიგად, 4 ტურის შემდეგ მადრიდის "რეალი" ლა ლიგის ცხრილში 8 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ჩემპიონატის ლიდერ "ბარსელონას" 4 ქულით ჩამორჩება, კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 14 სექტემბერს, სტუმრად, "სოსიედადის" წინააღმდეგ გამართავს.
"ბეტისი" 2 ქულით მე-17 ადგილზეა, "სევილიელები" 13 სექტემბერს, "ლეგანესს" უმასპინძლებენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.