არქივი2 სექტემბერი, 2024, 01:36
ლევან შენგელიამ "ოფიში" სადებიუტო მატჩში გაიტანა [VIDEO]
![ლევან შენგელიამ "ოფიში" სადებიუტო მატჩში გაიტანა [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/09/f3f5fc76db6294925e1085509c48ad2b-1KLy9W.jpeg)
"ოფის" ახალწვეულმა ლევან შენგელიამ პირველივე მატჩში გამოიჩინა თავი.
შენგელიამ სტუმრად საბერძნეთის ჩემპიონატის მესამე ტურში "ვოლოსთან" მოგებულ შეხვედრაში (3:1) გარემარბის პოზიციაზე ითამაშა, 50-ე წუთზე გოლი გაიტანა, ანგარიში 2:0 გახადა და 81-ე წუთზე შეცვალეს.
ქალაქ ირაკლიონის გუნდი 4 ქულით მეექვსე ადგილზეა და 14 სექტემბერს "არისს" უმასპინძლებს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.