არქივი24 მაისი, 2024, 13:36
მბაპემ მადრიდში 18 მილიონ ევროდ სახლი შეიძინა
La Razon-ის ინფორმაციით, კილიან მბაპემ მადრიდში სახლი შეიძინა, რომლის ღირებულებაც 18 მილიონი ევროა.
სახლის არჩევანი განპირობებულია მადრიდის "რეალის" სავარჯიშო ბაზასთან სიახლოვით, მანქანით სულ რაღაც 5 წუთის სავალი გზაა.
შეგახსენებთ, რომ ფრანგმა პსჟ-იდან წასვლა დაადასტურა. მოსალოდნელია, რომ "რეალი" მბაპეს დამატებას ოფიციალურად ევროპის ჩემპიონატამდე დაადასტურებს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.