ფილმის „მარტო სახლში“ ცნობილი სახლი იყიდება

ფილმის „მარტო სახლში“ სახლი, რომელიც ჩიკაგოში მდებარეობს, იყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას TMZ-ი ავრცელებს.
სახლი, რომლის ტერიტორია დაახლოებით ნახევარ აკრს მოიცავს, ბაზარზე რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. მისი ფასი 5.25 მილიონი დოლარია.
სახლის ინტერიერი ამ დროისთვის სრულად განახლებულია. წინა მფლობელმა ის 2012 წელს 1.585 მილიონ დოლარად შეიძინა.

ასევე დაგაინტერესებთ