მაჭარაშვილმა რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა და ევროპის სამგზის ჩემპიონი გახდა [VIDEO]
![მაჭარაშვილმა რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა და ევროპის სამგზის ჩემპიონი გახდა [VIDEO]](/wp-content/uploads/2025/04/26d2956b16120b40eaa2f9f5491fe890-SGUuTF.jpeg)
ბრატისლავაში თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ჩემპიონი გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) დაეუფლენ.
მაჭარაშვილმა რადოსლავ ბარანის (პოლონეთი) და რიჩარდ ვეგის (უნგრეთი) დამაჯერებლად დამარცხების შემდეგ, ფინალში რუსეთის წარმომადგენელ მაგომედ კურბანოვს დაძაბულ ბრძოლაში 3:2 სძლია. ის ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა. აღსანიშნავია, რომ მეტოქემ ქართველს გამარჯვება არ მიულოცა.
სამწუხაროდ, მედლების მოპოვება რობერტ დინგაშვილმა (57 კგ) და გოგა ოთინაშვილმა (65 კგ) ვერ შეძლეს.
სოლომონ მანაშვილი (125 კგ) ფინალში გავიდა, ხოლო მირიან მაისურაძე (92 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ისინი ხვალ იჭიდავებენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.