ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მაჭარაშვილმა რუსეთის წარმამადენელი დაამარცხა და ევროპის სამგზის ჩემპიონი გახდა

მაჭარაშვილმა რუსეთის წარმამადენელი დაამარცხა და ევროპის სამგზის ჩემპიონი გახდა

ბრატისლავაში თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ჩემპიონი გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) დაეუფლენ.
მაჭარაშვილმა რადოსლავ ბარანის (პოლონეთი) და რიჩარდ ვეგის (უნგრეთი) დამაჯერებლად დამარცხების შემდეგ, ფინალშიი რუსეთის წარმომადგენელ მაგომედ კურბანოვს დაძაბულ ბრძოლაში 3:2 სძლია. აღსანიშნავია, რომ მეტოქემ ქართველს გამარჯვება არ მიულოცა.
სოლომონ მანაშვილი (125 კგ) ფინალში გავიდა, ხოლო მირიან მაისურაძე (92 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.